Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცხინვალის ანექსიის პროცესში პუტინთან ერთად თანამონაწილე ბიძინა ივანიშვილია” – შალვა ნათელაშვილი

June 24, 2026
“ცხინვალის ანექსიის პროცესში პუტინთან ერთად თანამონაწილე ბიძინა ივანიშვილია” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის უმძიმეს საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო დაკარგვის რისკს ქმნის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, კრემლი უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობების ფონზე ცდილობს, ყურადღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე გადაიტანოს, ხოლო ამ პროცესში პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსაც აკისრებს.

ნათელაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის გაეროს, ევროკავშირსა და აშშ-ს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებისა და ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლების სანქცირებისკენ მოუწოდებს.

“დგება უმძიმესი ჟამი საქართველოს ისტორიაში. როგორც “ლეიბორისტული პარტია” აფრთხილ;ებდა წლების განმავლობაში ქართველ ხალხს და მსოფლიო თანამეგობრობას, მოსკოვი იერთებს შიდა ქართლს, ცხინვალის რეგიონს თავისი სახელმწიფო იურისდიქციის შემადგენლობაში, რაც უდრის ამ მიწის საბოლოოდ დაკარგვას ჩვენი ქვეყნისთვი. უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობები პრეზიდენტ პუტინს სურს, რომ გადაფაროს ისევ და ისევ ქართული მიწის მითვისებით, აღნიშნული აგრესიული, დანაშაულებრივი საერთაშორისო სამართლებრივი დელიქტისთვის კრემლს გამზადებული აქვს ყველა ნორმატიული ბაზა, რეფერენდუმი, რატიფიცირებული ე.წ. კონვენციები და საბოლოო ჯამში, ამ დღეებში უკვე პირდაპირ ცხადდება განზრახვა გააერთიანოან ე.წ. ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, ამ ისტორიული დანაშაულის შემსრულებელი არის და თანამონაწილე პუტინთან ერთად ბრძანდება საქართველოს მოღალატე ოლიგარქი, დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოსვლისთანავე ხელისუფლებაში, კრემლის მითითებით, გამოიყვანა ცხინვალის ზონიდან შეიარაღებული ძალები, სპეცრაზმი, პოლიცია და გაუხსნა ბილიკები, რათა ოკუპანტს შემოეღობა ეს მიწა ოზისიდან რაჭის მთებამდე. შემდგომ არცერთი ანექსიური ნაბიჯი ივანიშვილის რეჟიმმა არ გააპროტესტა არცერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტში და ყოველ მხრივ თავისი დუმილით ხელს უწყობდა იმას, რომ აქამდე მისულიყო საქმე, რისი დაგვირგვინებაც გახლდათ ოლიგარქის სიტყვა წარმოთქმული გორში, სადაც მან ბოდიში მოუხადა ქართველი ხალხის სახელით სეპარატისტებს, ოკუპანტებს, ანწუხელიძის მკვლელებს.

ამით შემზადდა ის ფონი, რაც დღეს დადგა ჩვენს წინაშე ტრაგიკულ რეალობად, რისთისაც მივმართავ ჩვენს მოკავშირე აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, მათ მთავრობებს, სასწრაფოდ იქნას მოწვეული გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომა, დაიგმოს რუსეთის აგრესიული, ანექსიური მოქმედებები საქართველოს მიმართ, დაწესდეს სანქციები რუსეთის ფედერაციაზე, იმის გამო, რაც ჩაიდინა და რასაც სჩადის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მივმართავთ ევროკავშირს, ასს-ს ხელისუფლებას, დაუწესონ სანქციები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა თანამდებობის პირს, ეს სანქციები უნდა იყოს საიზო, ქონებრივი. მივმართავთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, დაუყოვნებლივ გასცეს დაპატიმრების ორდენი ქართველი ხალხის მოღალატე, ქართული მიწის პუტინზე გამჩუქებელ, დიქტატორი ვანიშვილის წინააღმდეგ” – განაცხადა ნათელაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “იყო პრობლემები”- როგორ ხსნიან “ოცნებაში” 50 მილიონის მანქანების შეძენას
  • “სისტემა თავის პირმშოებს ხან ჭამს, ხან ასაჩუქრებს – ყველაფერი ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული” – გიორგი სიორიძე
  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის 28 ივნისამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი ელოდება – ასტროლოგები ასახელებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge