სააფთიაქო ნარკომანიის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელი სახელდება – “ტვ პირველების” ინფორმაციით, ჩოხელს ბრალი უკვე წარუდგინეს.
მიხეი ჩოხელი საქართველოში არ იმყოფება. ის ბრალდებილია ე.წ. ქოლცენტრების საქმეშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ჩოხელი გამოძიების ინტერესის სააგანი მაშინაც გახდა, როდესაც მისი საბანკო სეიფიდან 2,9 მილიონი დოლარი ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, 3 პირზე ძებნა გამოცხადდა.
დაკავებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მაღალჩინოსნები.
საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 7 წლის განმავლობაში უკანონო საქიანობას ეწეოდა და 53 მილიონ ლარზე მეტს დაეუფლა.
