Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგანგებო ბრიფინგი ევროსაბჭოში: „გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია“

June 24, 2026
საგანგებო ბრიფინგი ევროსაბჭოში: „გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საქართველოზე დებატების წინ პატიმრობაში მყოფი ქალი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას გათავისუფლება მოითხოვეს.

ასამბლეის წევრებმა ნიდერლანდებიდან, ბრიტანელმა დეპუტატებმა, ბელარუსმა ყოფილმა პატიმარმა განცხადებები ამის შესახებ სტრასბურგში, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

ალდეს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტპატიმრების არსებობა შეუთავსებელია ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებთან.

“მე აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში – როგორც ციხეში მყოფებს, ისე მათ, ვინც ციხის გარეთ იბრძვის. აქ ვარ იმისთვისაც, რომ მოვითხოვო ელენე ხოშტარიას გათავისუფლება. მისი პატიმრობა ყოველგვარ აზრსაა მოკლებული ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად და რომელიც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, პოლიტპატიმრების ადგილი არ არის. ელენე ძლიერი ქალია, ძლიერი ლიდერია, გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია, გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი. ელენე, ჩვენ შენ გვერდით ვდგავართ” – განაცხადა ალდეს პრეზიდენტმა ლულიან ბულაიმ.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პატიმრობის საკითხზე ისაუბრა ასამბლეის წევრმა ნიდერლანდებიდან. მისი თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სამედიცინო დახმარება სჭირდება და საქართველომ მას თავისუფლება უნდა დაუბრუნოს.

“მსურს, მოვითხოვო ელენეს გათავისუფლება, მას სამედიცინო დახმარება სჭირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. ის ოთხი შვილის დედაა, ძლიერი და დემოკრატიული ლიდერია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მას თავისუფლება დაუბრუნოს. ის ამას იმსახურებს და ქვეყანაც იმსახურებს მას” – თვა რაიან ვოგელსმა.

ბელარუსის წარმომადგენელმა ქსენია ლუცკინამ განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ერთიანები არიან იმ შეფასებაში, რომ საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება უნდა შეიცვალოს.

“ჩვენ აქ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვართ, მაგრამ ამ საკითხში სრულიად ერთიანები ვართ: საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, მშვენიერი ხალხით, რომელიც იმსახურებს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას. როდესაც ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო აპატიმრებთ, არასწორ გზას ადგახართ და ეს ქართველი ხალხისთვის სასარგებლო არ არის. ჩვენ გვსურს, კვლავ გაშლილი ხელებით მივესალმოთ ქართველ დელეგატებს ევროპის საბჭოში, რათა მათ თავიანთი კანონიერი ადგილი დაიკავონ, მაგრამ ამისთვის არსებული მდგომარეობა უნდა შეიცვალოს” – თქვა ბრიტანელმა დეპუტატმა.

ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა ბელარუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტპატიმარიც, რომელმაც საკუთარი პატიმრობის გამოცდილება გაიხსენა და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მე ვარ ბელარუსიდან, ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი. 2020 წელს დამაპატიმრეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. ჩემი გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმრის მიმართ გამოხატული საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგი იყო. ამიტომ ვიცი, როდესაც გისოსებს მიღმა ხარ, რამდენად მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ვიღაც შენთვის იბრძვის; იცოდე, რომ მარტო არ ხარ. იქ ყოველდღე გეუბნებიან, თითქოს არავის ახსოვხარ, არავის სჭირდები და უნდა მოკვდე — განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს. საქართველოს ციხეში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვიყავი ბელარუსის ციხეში და ვფიქრობ, რომ თითქმის ერთნაირი პირობები გვაქვს. ევროპაში პოლიტპატიმრები საერთოდ არ უნდა გვყავდეს, ეს აბსოლუტური ანომალიაა” – თქვა ბელარუსმა ჟურნალისტმა.

საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “ოცნების” ხელისუფლებაზე მზარდი საერთაშორისო წნეხი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

“სწორედ საერთაშორისო ძალისხმეის დამსახურება იყო ის, რომ ლუკაშენკოს მოუწია მისი გამოშვება ციხიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას 8 წელი ჰქონდა მისჯილი. ამიტომ ჩვენი საერთაშიროს მეგობრების დახმარება, ეს საერთაშორისო წნეხი, რეჟიმის იზოლაცია, მათი არაღიარება, ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას რუსეთის მარწუხებისგან და მის დაბრუნებსა ევროპის საბჭოს დარბაზში და ყველა პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფას მოახდენს როგორც ღირსეული წევრი დასავლური ცივილიზაციის, ევროკავშირის, ნატოსი” – თქვა თინა ბოკუჩავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “PACE-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ელენე ხოშტარიასთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა და „რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს” – დროა
  • “კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება” – გიორგი გვარაკიძე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge