ბრძოლა გრძელდება – ეს არის მარიამ მეყანწიშვილის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
აქტივისტი, რომელიც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სასახლის ღობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5000 ლარიანი გირაო დააკისრა, ამბობს, რომ სხვა დაკავებულების მსგავსად პატიმრობას ელოდა.
როგორც მეყანწიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის გარედან გააგრძელებს ბრძოლას ყველა იმ ადამიანის თავისუფლებისთვის, ვინც ახლა აქციებზე დგომის გამო პატიმრობაში იმყოფება.
დღეს საღამოს აუცილებლად ვაპირებ რუსთაველზე მისვლას – უთხრა მედიას მეყანწიშვილმა.
არ ველოდებოდი, გამზადებული ვიყავი, რომ დღეს საპატიმროში ამოვყოფდი თავს. მადლობა ხალხს სოლიდარობისთვსი, სწორედ ხალხის დამსახურებაა ის შედეგი, რაც დადგა. გამამტყინებელი განაჩენი მიხარითქო ვერ გეტყვით, მაგრამ მიხარია ის,რ ომ მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შევძლებ ბრძოლის გარეთ გაგრძელებს და კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებ უკომპრომისო ბრძოლას.
ნანა აბო გამაგრდით, ძალიან ღირსეულები ხართ, არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან და გპირდებით, მალე დამთავრდება ის უსამართლობა, რაშიც ახლა გვიწევს ყოფნა. იმ პატიმრებს, ვისაც მიუსაჯეს, ყველასთვის ვიბრძოლებ.
დღეს საღამოს აუცილებლად ვაპირებ რუსთაველზე მისვლას.
ხალხის ერთობის დამსახურებაა ეს ჯარიმა და არა კანონის ლოიალურობის. კანონი არ არის ლოიალური, კანონი არის რეპრესიული.”, – თქვა ანა მეყანწიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი დამნაშავედ ცნო.
საუბარია მარიამ მეყანწიშვილზე, ნანა სანდერზე, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერზე
მარიამ მეყანწიშვილი — ჯარიმა 5000 ლარი
ნანა სანდერი — პატიმრობა 7 წლით
აბო ნავერიანი — პატიმრობა 5 წლით
ანტონ უპერი — პატიმრობა 5 წლით
