დავით მიქაძეზე ძებნა გამოცხადებულია – ინტერპოლი მუშაობს, დააკავებენ ალბათ, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კერძოდ, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „როგორ ხდება რომ ძებნაში მყოფი დავით მიქაძე ესპანეთიდან ვიდეოს აქვეყნებს და რეაგირებს თუ არა ესპანეთი ამაზე“.
„დავით მიქაძეზე ძებნა გამოცხადებულია, წითელ ცირკულარზე ზის. თქვენ მეკითხებით, ესპანეთმა რატომ ვერ დაიჭირა დავით მიქაძე. თქვენ მეკითხებით, ესპანეთის სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოები რატომ ვერ აკავებენ საქართველოს ძებნილს. გავიგე [კითხვა] მაგრამ, ჩვენც ხომ ვერ ვიჭერთ ყველა ძებნილს?! ინტერპოლი მუშაობს. დააკავებენ ალბათ,“ – განაცხადა გვარაკიძემ.
ცნობისთვის, დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.
