სასახლის ღობის საქმე – სასამართლომ ნანა სანდერს 7 წლით პატიმრობა მისუაჯა. 5 წლით გაუშვეს ციხეში აბო ნავერიანი, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს ჯარიმა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
მარიამ მეყანწიშვილი — ჯარიმა 5000 ლარი
ნანა სანდერი — პატიმრობა 7 წლით
აბო ნავერიანი — პატიმრობა 5 წლით
ანტონ უპერი — პატიმრობა 5 წლით
ცნობისთვის, აღნიშნულმა ბრალდებულებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა 8 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
