არ აქვს მაღალჩინოსანს და დაბალჩინოსანს მნიშვნელობა – ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო უწყების პრიორიტეტია.
“კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს. მიმდინარეობს უამრავ საქმეზე გამოძიება პროკურატურის სისტემაში და სხვა ჩვენს საზედამხედველო უწყებებში. ერთი მინდა დავაფიქსირო – ჩვენი პრიორიტეტი ზოგადად, 2025 წელს იყო და იქნება 2026 წელსაც კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამის შედეგებს მაშინ გაიგებთ, როდესაც ნაბიჯებს გადავდგამთ,“ – განაცხადა გვარაკიძემ.
