Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არავითარ შემთხვევაში არ აქვს ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას – ის პირები, რომლებზეც მტკიცებულება იქნა მოპოვებული, მიეცნენ პასუხისგებაში” – გიორგი გვარაკიძე გიგა ფარულავას

June 24, 2026
“არავითარ შემთხვევაში არ აქვს ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას – ის პირები, რომლებზეც მტკიცებულება იქნა მოპოვებული, მიეცნენ პასუხისგებაში” – გიორგი გვარაკიძე გიგა ფარულავას

თქვენ ბრძანეთ, აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით მხოლოდ 5 პირი არის პასუხისგებაში მიცემულიო – გამოძიება გრძელდება და გამოძიებას აქვს თავისი ვადები, მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტები. ვფიქრობ, აქ ციფრი არაფერ შუაში არ არის, არამედ მთავარია, რომ ჩვენ შევძელით და დავაიდენტიფიცირეთ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, – ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ, გიგა ფარულავას, რომელმაც მანამდე კითხვა ამ თემაზე დაუსვა.

გვარაკიძის თქმით, იმ პირებზე, რომლებზეც მტკიცებულება იქნა მოპოვებული, მიეცა პასუხისგებაში.

„თქვენ ბრძანეთ, აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით მხოლოდ 5 პირი არის პასუხისგებაში მიცემულიო. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში, გამოძიება გრძელდება და გამოძიებას აქვს თავისი ვადები, შეხედულებები, მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტები და ა.შ. ვფიქრობ აქ რიცხვი და ციფრი არაფერ შუაში არ არის, არამედ მთავარია, რომ ჩვენ შევძელით და დავაიდენტიფიცირეთ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და გამოვავლინეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს 5 პირი იქნებოდა, 10 თუ 100. არ მინდა სხვა ქვეყნების მაგალითზე ვისაუბრო, მაგრამ ვთვლი, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ აქვს ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას. ის პირები, რომლებზეც მტკიცებულება იქნა მოპოვებული, მიეცნენ პასუხისგებაში და ასევე, ვინც შესაძლოა კიდევ გამოვლინდეს და დადგინდეს, რომ მათ მიერ შეიძლება დანაშაული იქნას ჩადენილი, არავის არ დავაფარებთ ხელს და ყველა პირი სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ამასთან, გენერალურმა პროკურორმა უპასუხა კითხვას, რომელიც მას ასევე გიგა ფარულავამ დაუსვა გორის შემთხვევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმის ყველა მასალისა და კადრების შესწავლის საფუძველზე მათ 6 პირის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა მიეცათ.

„კადრები ყველამ ვნახეთ და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ობიექტურად შევისწავლეთ საქმის ყველა მასალა და ეს კადრები. ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 6 პირი მიგვეცა. დანარჩენ პირებზე უბრალოდ არ გამოვლინდა ძალადობის ფაქტი. თუ 6 პირს ვაძლევთ პასუხისგებაში, იქ უფრო მეტიც შეგვეძლო მიგვეცა, დანაშაულის შემადგენლობა რომ ყოფილიყო. ხელმძღვანელი პირების პასუხისგებაში მიცემას რაც შეეხება…“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ, რა დროსაც მას საუბარი შეაწყვეტინა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ და განუმარტა, რომ არ ჰქონდა უფლება კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„როგორც პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება, რომ დასვას კონკრეტულ საქმეზე და ცალკეულ გარემოებებთან მიმართებით კითხვა, თქვენც ვერ მოგცემთ აღნიშნულის საშუალებას. მაშინ მეორე მხრივ დაცვის მხარესაც უნდა მივცეთ უფლება, რომ ანალოგიური უფლებამოსილებით ისარგებლოს – ჩვენ პარლამენტში ვართ და არა სასამართლოს სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს
  • “სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება მიიღწევა კვალიფიციური კადრების მოზიდვით და შენარჩუნებით, ასევე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით” – გიორგი გვარაკიძე
  • შიდა ქართლის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ამ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი რამაზ თათარაშვილმა შეცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge