ისტორიაში პირველად, რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტოპლატფორმების ქსელი გაშიფრა – ინფორმაციას Новая Газета ავრცელებს და წერს, რომ 17 წლის ბრიტანელმა სკოლის მოსწავლემ, ალექსანდრ ბრაუდერმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღწერა, თუ როგორ იყენებდნენ რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა სტაბილკოინ A7A5-სა და საგადამხდელო ქსელ „A7“-ს დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლით მილიარდობით დოლარის გასათეთრებლად.
მათივე ცნობით, ამ მხილების საფუძველზე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კრიპტობირჟას: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC. მათ შორის, სანქციების სიაში მოხვდნენ: რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პანამა და სალვადორი.
მედია წერს, რომ საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 წლის ბრაუდერს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რაზეც მოზარდმა დაწერა:
„ვამაყობ, რომ გავხდი პირველი სკოლის მოსწავლე მსოფლიოში, რომელიც ავტორიტარულმა რეჟიმმა სანქციების სიაში შეიყვანა კორუფციის მხილების გამო“ – წერს ბრაუდერი.
