Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ – თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება” – გიორგი გვარაკიძე

June 24, 2026
“2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ – თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება” – გიორგი გვარაკიძე

2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ – თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე.

„2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ. გვაქვს მოლოდინი, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე“,-განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წლის ბოლოს თბილისის პროკურატურაში შეიქმნა თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, ბოლო წლებში თაღლითობის ჩადენის მაჩვენებელი მაღალია და დევნის დაწყების მაჩვენებლით დანაშაულთა პირველ ათეულში იკავებს ადგილს.

ამასთან, გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ დანაშაულებრივ ქსელში ჩართული ხელშემწყობი პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა გატარდა.

მისი თქმით, ნარკოტიკული და სხვა აკრძალული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის საპრევენციოდ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წელს გაუმჯობესდა დანაშაულის გამოვლენისა და რეაგირების წინა წლის მაჩვენებელი.

„ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, პროკურატურა მათ მიმართ ატარებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და იყენებდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობ სასჯელს, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირებისა და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს “[IPN] – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ აქვს მაღალჩინოსანს და დაბალჩინოსანს მნიშვნელობა – ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ” – გიორგი გვარაკიძე
  • სასახლის ღობის საქმე – გიორგი კირვალიძისთვის გაფორმებული საპროცესო შესაძლოა გადაიხედოს
  • გენერალური პროკურორი ამბობს, რომ კორუფციული დანაშაულების არაერთი საქმე ჯერ კიდევ გამოძიების ქვეშააა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge