Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ასეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილის არსებობა წამების ტოლფასია” – რას ამბობს ექიმი ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ

June 23, 2026
“ეს არის მაგალითი იმისა, რომ სისხლის სამართლის სისტემას განსხვავებული აზრის დასასჯელად იყენებენ” – Amnesty International ხოშტარიაზე

რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და ნდობით აღჭურვილმა ექიმმა, ანი ქავთარაძემ მოინახულეს.

ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ანი ქავთარაძე განმარტავს, მან და უფლებადამცველმა ციხის დირექტორისა და მთავარი ექიმისგან მიიღეს პირობა, რომ დაკავებული პოლიტიკოსის მკურნალობის პროცესში ხვალვე ჩაერთვება მისი მკურნალი რევმატოლოგი და მოინახულებს პაციენტს.

ანი ქავთარაძის თქმით, ისეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილი, როგორიც ელენე ხოშტარიას აქვს და ამავდროულად ადეკვატური მართვის არარსებობა “წამების ტოლფასია”.

“მე ვიმყოფებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც ელენე ხოშტარიას მეგობარი, გულშემატკივარი, როგორც დედა ასევე მრავალშვილიანი დედის, ასევე როგორც ელენეს მხრიდან ნდობით აღჭურვილი ექიმი.

ციხის დირექტორისგან და მთავარი ექიმისგან ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს მიღებული პირობა, რომ ხვალვე ჩაერთვება ელენეს მკურნალი რევმატოლოგი პროცესში და ის მოინახულებს პაციენტს აუცილებლად, მაგრამ აქვე უნდა გითხრათ, რომ 6 დეკემბრის შემდეგ არის დაკარგული არაერთი დღე, წუთი, საათი, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო დიაგნოსტირება, საბოლოო დიაგნოზის მიღება და ელენეს მდგომარეობის მართვა, გაუმჯობესება და მკურნალობა, რაც დღეს ჩვენ სამწუხაროდ სახეზე არ გვაქვს.

ელენეს კლინიკური მდგომარეობა არის დამძიმებული, გაუარესებული უკიდურესად, წინა დღეებთან შედარებით მათ შორის, შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და დროული მკურნალობის დაწყება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ჩემი, როგორც ექიმის, არამედ ჩემი სხვა კოლეგების მოსაზრებითაც, იმ დიაგნოზის, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ეჭვი, მართვა და მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია, ვინაიდან ყველას მოგეხსენებათ, რომ მას აქვს და ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, სხვა არაერთი გადატანილი დაავადება. შესაბამისად, თითოეული ამ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ის საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში სამკურნალო სერვისების მიღებას, რაც ციხის პირობებში წარმოუდგენელია. ის იტანჯება ტკივილით და მე, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა უნდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილის არსებობა და ამავდროულად ადეკვატური მართვის არარსებობა შეიძლება ითქვას, რომ უტოლდება წამებას, ეს არის წამების ტოლფასი ციხის პირობებში და შესაბამისად ეს პრობლემაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაჭრილი.

მე იმედს ვიტოვებ, რომ ადგილი ექნება შემდგომში ადეკვატურ მართვას შეთანხმებისამებრ,” – განაცხადა ექიმმა, ანი ქავთარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ შემეძლო, ეს გამეტარებინა”- ნინო წილოსანი იოსელიანს
  • ირანის პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • სკამი, რომელზეც ილია თოფურია თეთრ სახლში, ოქტაგონზე იჯდა აუქციონზე იყიდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge