საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ისტორიული და ემოციური დღეა.
რადგან ის სიმართლე, რომელიც ისედაც ვიცით, სტრასბურგის სასამართლოს მიერაც დადასტურდა.
ეს არის 2021 წელს სახელმწიფოთაშორისი საქმის გადაწყვეტიდან (Georgia v. Russia II) პირველი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის საკითხი სამხედრო ტყვეებთან მიმართებით და ავტომატურად არ თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეფასებებში ვერ შევიდოდა. [ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არ მარტო, საქართველოსთვის, არამედ კონვენციური სისტემისთვისაც].
რუსეთის ფედერაციამ მოკლა გიორგი ანწუხელიძე;
რუსეთის ფედერაციამ მოკლა კახაბერ ხუბულური;
რუსეთის ფედერაციამ მოკლა უშანგი სოფრომაძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა გიორგი ანწუხელიძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა უშანგი სოფრომაძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ხუბულური;
რუსეთის ფედერაციამ აწამა დავით მალაჩინი;
რუსეთის ფედერაციამ აწამა ზაზა კავთიაშვილი;
რუსეთის ფედერაციამ აწამა იმედა კუთაშვილი;
რუსეთის ფედერაციამ აწამა მალხაზ მელაძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ზირაქაშვილი.
რუსეთის ფედერაციამ არ გამოიძია არც ერთი ეს საქმე.
ეს საქმეები გაიგზავნა 2009 და 2010 წელს. მათზე 18 წლის განმავლობაში, სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე იმუშავა ამ პერიოდიდან საიას ყველა თაობამ დღევანდელ დღემდე. !
ამ საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში სიმართლის დადგენა არის ამ ქვეყნის ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესი.
ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სამშობლო და მისი სუვერენიტეტი სწორად ესმის.” – წერს თამარ ონიანი.
დღეს საიას თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.
