Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ცნობილია, რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა იტალიის დელეგაციასთან

June 23, 2026
ცნობილია, რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა იტალიის დელეგაციასთან

ოპოზიციის შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისიტრის მოადგილესთან დასრულებულია – “ოპოზიციის ალიანსი”, კოალიცია “ძლიერი საქართველო”, გახარიას პარტია და უპარტიო პოლიტიკოსები ედმონდო ჩირიელს დაახლობით ორი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

როგორც “ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მომავალს ევროკავშირში.

ჯაფარიძის თქმით, იტალიის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არ უნდა დაიკარგოს .

“ინფორმატიული, კარგი საუბარი გვქონდა იტალიის საგარეო მინისტრის მოადგილესთან. იტალიას აქვს ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენადაც იტალია ინარჩუნებს კომუნიკაციას დღევანდელ ხელისუფლებასთან, ამავდროულად, იტალია არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ევროკავშირის პოლიტიკის საზოგადოდ. მე მთავარი, რაც მინდა ვთქვა – იტალიის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო არ უნდა დაიკარგოს ევროკავშირისთვის. ამისთვის ყველაფერს გააკეთებს იტალია. რა თქმა უნდა, არის ის გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, მათ ძალიან კარგად იციან ეს, აპირებენ ამაზე საუბარს დრეს,ხ ელისფულებასთან შეხვედრისას”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ედმონდო ჩირიელთან შეხვედრაზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა ისაუბრებს პატიმრებზეც – კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, მისი მხრიდან ნახსენები იყო ელენე ხოშტარიას გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

“ბუნებრივია ელენეზე და ნიკაზე იყო საუბარი. ელენეს გამწვავებული ჯანმრთელობის მდგომსრეობა ასევე იყო ნახსენები. მაგრამ, ამბავი პირადად ჩემთვის არის ის, რომ იტალიასთან დღეს საქართველო უნდა ლაპარაკობდეს, როგორც ერთ-ერთ მთავრ მიმღებთან იშვიათი მეტალების, იშვიათი მინერალების შუა აზიის ქვეყნებიდან – აქ ერთადერთი გზა არის საქართცველო და შავი გზა. რატომ არ გვაქვს ეს გზა? რატომ არ გვექნება სამწუახროდ? – იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილია დღეს ქვეყანაში. როცა არ იქნება ივანიშვილი, იქნება გზაც, იქნება ყველაფერი და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესებში, ეს იტალიის ინტერესებშიცაა”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ენმ-ს ლიდერის, გიორგი ბარამიძის თქმით კი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთვის მოხდა ახსნა, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების გამოცალკავების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს და თუ მაგალითად საუბარია, იგივე სანქციებზე, “სანქციები უნდა დაუწესდეს რეჟიმს და არა ქართველ ხალხს”.

“გავამახვილეთ ყურადღება პირველი – რომ ეს რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, რომ რეჟიმი სხვა არის და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას სხვაა. რეჟიმის გამოცალკევების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. თუ საუბარია მაგალითად, იგივე სანქციებზე – სანქციები უნდა დაუწესდეს რეჟიმს და არა ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ პოლიტპატიმრებზე”. – ამბობს გიორგი ბარამიძე.

იტალიელი პოლიტიკოსი დელეგაციასთან ერთად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და სავარაუდოდ ოპოზიციის შემდეგ შეხვდება “ქართულ ოცნებასაც”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მთავრობა უცხოელი სტუდენტებისთვის ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ენის სერტიფიკატების კონკრეტულ ჩამონათვალს დაადგენს, ასევე, მათთვის გაიწერება სწავლის ვალდებულებაც და შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა
  • ალტე-ს უნივერსიტეტში სახანძრო ევაკუაცია გამოცხადდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “შემოდის ახალი კატეგორიის – „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა“, რომელიც მუდმივი არ იქნება” – ალექსანდრე დარახველიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge