თავის მოვლის საშუალებების სექტორში მსოფლიოს ყველაზე ერთ-ერთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა კორპორაციამ, Procter & Gamble-მა (P&G-მ) ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ „ტელეიმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.
ეს კორპორაცია აერთიანებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა „პამპერსი“, Head & Shoulders-ი, Pantene-ი, Braun-ი, Gillette-ი, Oral-B, Ariel-ი, Tide-ი და სხვები.
„Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა City A.M.-მა 23 ივნისს.
გამოცემის თანახმად, 2026 წლის 24 თებერვალს „იმედის“ სანქცირების მიუხედავად კორპორაცია „იმედში“ რეკლამირებას განაგრძობდა.
თუმცა, City AM-ის ცნობით, P&G-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, კომპანიამ ორშაბათს, 2026 წლის 22 ივნისს მედიაკომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
