პლასტიკური ქირურგი და დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს მხარდაჭერას უცხადებს:
“ჩემი თანადგომა უფროს მეგობარსა და მასწავლებელს გიორგი ჩახუნაშვილს” – წერს გუგა ქაშიბაძე.
19 ივნისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გელაშვილმა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით სტურუასა და ია დარახველიძეს 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
