ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი “ტვ პირველის” მფლობელ ვატო წერეთელზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“9 წელზე მეტი რო ბორენკა გიქაქუნებს, ვატო წერეთელმა რა უნდა გითხრას ან გიქნას 2 წუთში ისეთი, ასე რო გეტკინოს ან გეწყინოს ჰა, ანრი? “, – წერს ირინა სარიშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე “ტვ პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის თქმით, მას “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.
ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ვატო წერეთელმა მოაწყო, აშშ-ის საელჩოს განმარტებით, კი ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს.