ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმ განაცხადა.
„ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლებისთვის საფრთხეების აღმოსაფხვრელად შეზღუდვები არ არსებობს“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
მისი თქმით, „ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები უსაფრთხოების ზონაში რჩებიან, რომელიც ჩრდილოეთის დასახლებებს იცავს“.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ირანი აშშ-სთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.
„ამ დებულებების, განსაკუთრებით პირველი პუნქტის [ომის დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში] შესრულების გარეშე, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების ფაზაში ჩართვა შეუძლებელია“, – აღნიშნა ბაღაიმ.
