Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არის ძალიან სამწუხარო, საცოდავო თეა”- ზურაბიშვილი წულუკიანს მიმართავს

June 19, 2026
“ეს არის ძალიან სამწუხარო, საცოდავო თეა”- ზურაბიშვილი წულუკიანს მიმართავს

“თეა წულუკიანს ბოღმა რომ ახასიათებს, ეს ფაქტია” – ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ქართული ოცნების” წევრს, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილის ბაბუა ფაშისტების მოკავშირედ მოიხსენია.

“ეს თუ ვერ გაიგე შენი ქვეყნის ისტორიიდან ძალიან ბევრ რამეს კიდევ ვერ გაიგებ და ეს არის ძალიან სამწუხარო, საცოდავო თეა” – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა თეა წულუკიანს.

[წულუკიანს] ბოღმა რომ ახასიათებს, ეს ფაქტია, სამწუხაროდ მისთვის იმიტომ, რომ ბოღმა, პირველ რიგში, თვით ადამიანს კლავს და სხვებს ვერ. მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ოჯახური, მთლიანად ისტორიები, ყველაფერი რაც იყო მოსაყოლი და საკმაოდ საინტერესოა მე მგონი, მოვყევი ჩემ პირველ წიგნში, საქართველოსკენ, რომელიც გამოიცა საქართველოში 2006 წელს და აქ არაფერი საიდუმლო არ არის. სამწუხაროდ, ქალბატონ თეას, რომელსაც აქვს ისტორიის წარმოდგენა, რომელიც ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის თემებს და მოდელს თავის აზროვნებაში – ნაცისტები და სხვები, როგორც დღეს გვეძახიან ნაცისტებს, ისეთივე ნაცისტები იყვნენ თავის დროზე და უნდა იცოდეს ერთი რამე, რომ საქართველოს ემიგრაციაში, პარიზში ორ ჯგუფად იყო, ეს ხშირად მოგვდის, დაყოფილი ეს ემიგრაცია – ვინც თვლიდა, რომ დემოკრატების მხარეზე უნდა ყოფილიყვნენ ყველა შემთხვევაში ტოტალიტარიზმების წინააღმდეგ, 2 ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, ანუ საბჭოთა კავშირი და გერმანია, ამ ჯგუფს ეკუთვნოდა მაგალითად მამაჩემი და მეორე ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ გერმანია იყო ის ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქონდა საშუალება, რომ დაემარცხებინა სწორედ საბჭოთა რუსეთი და ამით გაეთავისუფლებინა საქართველო, რაც ნაწილობრივ იყო გამოცხადებული გეგმა – ამ მიმართულებას ეკუთვნოდა და იყო ერთ-ერთი წამყვანი არა გიორგი, რომელიც დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა, არამედ მიშა კედია, რომელმაც სწორედ ამ თანამშრომლობით გერმანელებთან მიაღწია იმას, რომ ყველა ქართველი ებრაელი, ვინც საფრანგეთში ცხოვრობდა, გადარჩა იმიტომ, რომ მან მოიპოვა ეს იმუნიტეტი მათთვის. ეს თუ ვერ გაიგე შენი ქვეყნის ისტორიიდან ძალიან ბევრ რამეს კიდევ ვერ გაიგებ და ეს არის ძალიან სამწუხარო, საცოდავო თეა,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

თეა წულუკიანის პოსტს სოციალურ ქსელში ოთარ ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და მისი განცხადება ცილისწამებად შეაფასა. ოთარ ზურაბშვილის თქმით, მის ოჯახზე გამოყენებული რიტორიკა პუტინის პროპაგანდისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოყენებულ გზავნილებს ჰგავს. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები რეჟიმის სისუსტესა და გარდაუვალ კრახზე მიუთითებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ირანი, რუსეთი, ჩინეთი – როგორ იცვლება საქართველოს სავაჭრო რუკა
  • სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge