Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როცა ყველა სხვას ეცინებოდა, შენ ის ადამიანი იყავი, ვისაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი…” – კოტ-დივუარის ნაკრების ფეხბურთელის, იან დიომანდეს წერილი გარდაცვლილ დას

June 18, 2026
“როცა ყველა სხვას ეცინებოდა, შენ ის ადამიანი იყავი, ვისაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი…” – კოტ-დივუარის ნაკრების ფეხბურთელის, იან დიომანდეს წერილი გარდაცვლილ დას

კოტ-დივუარის ნაკრების ფეხბურთელის, იან დიომანდეს წერილი გარდაცვლილ დას:

“გახსოვს, ერთხელ ვიღაცამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური რომ მაჩუქა და ზურგზე შავი მარკერით ‘Ronaldo 7’ დავაწერე?
გახსოვს, როცა ‘რობერტო კარლოსი’ დამარქვეს იმის გამო, რომ ძალიან ძლიერად ვარტყამდი? და როგორ ვბრაზობდი, რადგან ჩემი კუმირი კრიშტიანო იყო.
გახსოვს, როგორ ვიტყუებოდი, თითქოს მეძინა, ჩუმად შევდიოდი ტელევიზორის ოთახში, ხმას დაბალზე ვუწევდი, სიბნელეში ფეხბურთს ვუყურებდი და ვოცნებობდი…
გახსოვს, როცა ჩემი პირველი ნამდვილი საფეხბურთო ბუცები მივიღე და მათთან ერთად მეძინა?
როცა ყველა სხვას ეცინებოდა, შენ ის ადამიანი იყავი, ვისაც ყოველთვის სჯეროდა, რომ მე შემდეგი კრიშტიანო ვიქნებოდი.
გახსოვს, როცა ბორნმუთში სინჯებზე წამიყვანეს? ჩელსიში, რეინჯერსში, ოლიმპიაკოსში, კრისტალ პალასში… არავინ ამიყვანა. მიზეზიც არ ვიცოდი. უბრალოდ მთელ ევროპაში დამატარებდნენ და ყველგან უარს მეუბნებოდნენ.
ჩემს ვიზას ვადა გაუვიდა. ჩემი ოცნება დასრულდა. აფრიკაში დამაბრუნეს და ერთად ვიტირეთ.
შენ იყავი ის ადამიანი, ვინც არასდროს დაკარგა ჩემდამი რწმენა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ლეგანესში მოვაწერე ხელი და უკვე სხვა ცრემლები გვქონდა. იმ დროს ჯერ კიდევ მქონდა ემოციები. ახლა ვერაფერს ვგრძნობ. თითქოს ადამიანიც აღარ ვარ. მას შემდეგ, შენი გარდაცვალების შემდეგ, უბრალოდ ცარიელი ვარ.
ეს მოხდა რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ლეგანესის დებიუტი მქონდა. ვის აქვს დებიუტი 18 წლის ასაკში რეალ მადრიდის წინააღმდეგ? ეს სიგიჟე იყო. ოცნება ახდა… მერე კი კოშმარი დაიწყო.
უწყვეტად მირეკავდნენ. ავიღე ტელეფონი და მითხრეს:
-შენი და აღარ არის.
– რა?
– მოკვდა.
– რას ამბობ?
– ვიღაცამ რაღაც ჩაუყარა სასმელში წვეულებაზე და აღარ გაიღვიძა. ის აღარ არის.
შენ 15 წლის იყავი.
ეს დავწერე, რადგან ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. ვიზრუნებ, რომ იცოცხლო. ვიზრუნებ, რომ ყველამ იცოდეს შენი სახელი. მთელმა მსოფლიომ. ყველაფერი, რასაც ფეხბურთის მოედანზე ვაკეთებ, შენთვისაა.
იცი, რა არის სასაცილო? მადრიდთან დებიუტის შემდეგ მაისური მბაპეს გავუცვალე. გახსოვს, როგორ ვუყურებდით მას ტელევიზორში და შენ ამბობდი:
‘მბაპე? კი, კარგია. მაგრამ ჩემი ძმა უკეთესია.’
ვისხედით და ვოცნებობდით საფრანგეთში გადასვლაზე, რომ მე ვიქნებოდი მდიდარი ფეხბურთელი მანქანებითა და დიდი სახლით. შევცდი. არ მინდა მდიდარი ვიყო. ის ტვირთი გახდა. არ მინდოდა დიდი სახლი. არ მინდოდა მანქანები. უბრალოდ მინდა ყველაფერი ფეხბურთს მივცე. რომ მსოფლიოს დავუმტკიცო: ჩემი და მართალი იყო…
ფეხბურთის მოედანი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს სახლში ვგრძნობ. იქ მშვიდად ვარ და შემიძლია შენთან საუბარი. უბრალოდ მინდა, რომ ისევ აქ იყო და გითხრა: ჩვენ შევძელით, ყველაფერი, რასაც ამბობდი, ახდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჩემთვის შანსია, ყველას ვაჩვენო ის, რაც შენ დაინახე ჩემში. ყოველ ჯერზე, როცა გავიტან, ვიზრუნებ, რომ ყველამ იცოდეს შენი სახელი. ვიზრუნებ, რომ არ დაგივიწყონ.
შენ ყველას ეუბნებოდი: „ჩემი ძმა მსოფლიოში საუკეთესო გახდება.“ დავამტკიცებ, რომ მართალი იყავი ან ამის მცდელობაში მოვკვდები…” [ბეტსონ.სპორტის თარგმანი] – ნათქვამია წერილში.

19 წლის დიომანდემ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ეკვადორის წინააღმდეგ ჩაატარა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. დიომანდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 1000 ლარი სემესტრულად სტუდენტებისთვის – ვის დააფინანსებს მერია
  • ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო – დეტალები
  • ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge