მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს და 13 წლის გარდაცვლილი ბიჭის, ლუკა ჩხიკვიშვილის დედას მხარდაჭერას უცხადებს.
“არ გაჩერდეთ, იბრძოლეთ!
არ დაზოგოთ არავინ! ხომ ჩამოგიქციეს სამყარო, ააოხრეთ თქვენც! არ შეგეშინდეთ არც ერთი წამით! მკვლელის ადგილი არის ციხეში!
დასქრინეთ მუქარის შემცველი ყველა მესიჯი თუ კომენტარი. მთელმა საქართველომ ნახა ჩვენს წინააღმდეგ როგორ იბრძვიან მკვლელების ოჯახები და ამის ფონზე, დღეს გიორგი რიკაძის ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, ჩვენ სამძიმარი გამოვუცხადეთ დაზარალებულს და ის კი მთელ საქართველოს აწყევლინებს ჩვენს თავსო.
გიგა ავალიანის დედიკოს თანადგომა ლუკა ჩხიკვიშვილის დედიკოს!” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. ეკა კუპატაძემ სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დედასა და ოჯახს, რომლებსაც, ოჯახის განცხადებით, შვილის მკვლელობაში ბრალდებულები ემუქრებიან და აშანტაჟებენ” – წერს ეკა კუპატაძე.
9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა. კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ჩხიკვიშვილის დედამ 16 ივნისს დაწერა, რომ სოციალურ ქსელში მას ემუქრებოდნენ.
