თაღლითობის ბრალდებით გდდ-ს ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ მეხრიშვილი დააკავეს – არსებული ინფორმაციით, მეხრიშვილი ხალხს ავტომანქანების ჩამოყვანას ჰპირდებოდა, ფულს ართმევდა, თუმცა აღარ ჩამოჰყვდა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაზარალებულია რამდენიმე მოქალაქე.
მომხდარზე გამოძიება 180-ე მუხლით მიმდინარეობს.
