ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკითხების ექსპერტი და პრინცესა დიანას ბიოგრაფი ენდრიუ მორტონი ამტკიცებს, რომ პრინცი ჰარი არასდროს იღებს გადაწყვეტილებას დედის, პრინცესა დაიანას სულთან კონსულტაციის გარეშე.
ამის შესახებ მორტონმა The Mirror-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰარი ასე ინარჩუნებს კავშირს გარდაცვლილ დედასთან.
“დაიანას გავლენა იმაზე უფრო მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ვინმე იფიქრებდა. მისმა შვილებმა ის არ დაივიწყეს და მის ხსოვნას ყოველთვის პატივს მიაგებენ. ჰარი თვითონვე ამბობს, რომ არასოდეს იღებს გადაწყვეტილებას მის სულთან კავშირის გარეშე“ – აცხადებს მორტონი.
მორტონის თქმით, ჰარი და მეგან მარკლი მონარქიის დატოვებას დიდი ხნით ადრე გეგმავდნენ. მწერლის თქმით, გზა, რომელიც პრინცმა ჰარიმ აირჩია, ეს დაიანას გზაა.
აღსანიშნავია, რომ ჰარის არაერთხელ უსაუბრია იმ ტრავმაზე, რომელიც დედის გარდაცვალების შედეგად მიიღო. პრინცის თქმით, ის წლების განმავლობაში იტანჯებოდა შფოთვითა და პანიკის მძიმე შეტევებით, მოიხმარდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.