ანდრო გოგიბედაშვილი ბაბუის, თემურ წიკლაურის გზას აგრძელებს. მუსიკასთან მასაც ახლო შეხება აქვს. როგორც მან ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას განმარტა, მის მიერ შექმნილი მუსიკა სარელაქსაციო ხასიათისაა.
„კოსმოსში გაიგზავნება სულ 30 ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი იქნება. 15-წამიანი სიგნალები იგზავნება. ჩემს კომპოზიციას ჰქვია „კოსმიური ტბის გამჭვირვალობა“ და ამ მუსიკის ისეთ სიხშირეზე კონვერტაცია ხდება, რომ გაიგზავნოს კოსმოსში. 4 ოქტომბერს პირდაპირი რეისით გაფრინდება მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტისკენ და ადგილზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა“ – განაცხადა გოგიბედაშვილმა