Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“დღეს პარტიების ოფისების ჩხრეკაში მონაწილე პირები, ასევე პარლამენტის წარმომადგენელი დაიკითხება” – პროკურორი „საბოტაჟის საქმეზე“

June 18, 2026
“დღეს პარტიების ოფისების ჩხრეკაში მონაწილე პირები, ასევე პარლამენტის წარმომადგენელი დაიკითხება” – პროკურორი „საბოტაჟის საქმეზე“

ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე, მტკიცებულებათა გამოკვლევას მოწმეების გამოკითხვით გააგრძელებს.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოიკითხება პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას, პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხებასთან დაკავშირებით.

„დღევანდელი პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. დაიკითხებიან პირები, რომლებიც პარტიების ოფისების ჩხრეკაში იღებდნენ მონაწილეობას, ასევე პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები, საჯარო ინფორმაციები მათი მოწოდებების შესახებ, გამომძიებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, მათი ძალადობრივი ქმედებების შესახებ, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციები, სადაც ასახულია მათი შეთანხმება ისეთი ტიპის ქმედებების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული”, – განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც რუსთავში მოქალაქეს მოტყუებით, ნაცვლად დასრულებულისა, დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა მიჰყიდეს
  • მოსკოვში ნავთობის წვიმაა – ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება
  • გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით გდდ-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge