Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

June 18, 2026
უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის კონცეფცია იცვლება – რას გულისხმობს სიახლე?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა.

აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, თითოეული საგნის მიხედვით, გაეცნონ, რა ტიპის დავალებების შესრულება მოუწევთ გამოცდაზე:

ქართული ენა და ლიტერატურა

ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი და ღია დავალებებისაგან;
არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.

სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
არჩევითპასუხებიანი დავალებებით შემოწმდება წაკითხული ტექსტის გააზრების უნარი;
ღია დავალებების მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში; ეს დავალებები ფასდება წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით შემოწმდება:

ტექსტის რედაქტირების უნარი;
საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული და არასაპროგრამო მხატვრული ტექსტების გააზრებისა და ანალიზის უნარი;
ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარი; დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი;
ენის გამომსახველობით საშუალებათა (როგორც ლექსიკურის, ისე გრამატიკულის) ადეკვატური გამოყენების უნარი; წერითი მეტყველების უნარი თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით.

უცხოური ენები

ტესტი შედგება ექვსი არჩევითპასუხიანი და ერთი ღია დავალებისაგან.

არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში მოცემულ ტექსტთან დაკავშირებით დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი ან მეტი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. არის ასევე „მრავალჯერადი არჩევანის“ დავალებები. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

ღია დავალება (თხზულება) ფასდება სპეციალური შეფასების სქემით, რომელიც შედგება ორი კრიტერიუმისაგან. თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა არის 8. დავალების მაქსიმალური ქულა არის 16. უცხოური ენების ტესტებით შემოწმდება:

მოსმენის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა მოუსმინოს B1 სირთულის ერთ ტექსტს და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ისე ფაქტობრივი ინფორმაცია.
კითხვის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს B1 სირთულის სხვადასხვა შინაარსის, ზომის და ფორმატის ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტები და გაიგოს მათში მოცემული როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ისე ძირითადი აზრი.

აბიტურიენტმა, კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ჩასვას გამოტოვებულ ადგილებში საჭირო ლექსიკური ერთეულები; სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი სიტყვები (არტიკლი, კავშირი და ა.შ.). სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; დიალოგში გამოტოვებული ადგილები შეავსოს წინადადებებით. სწორი პასუხი აირჩიოს წინადადებების მოცემული ჩამონათვალიდან;

აბიტურიენტმა უნდა დაწეროს 120-170 სიტყვიანი თხზულება მოცემულ თემასთან დაკავშირებით. აზრი გადმოსცეს გასაგებად და

თანმიმდევრულად. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკა და გრამატიკა, დაიცვას მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.

ნახეთ, დეტალურად ზოგადი კრიტერიუმები ლინკზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ვაჟა გოგოტიშვილია, რომელიც 2022 წლიდან 23 წლის ბიჭის მკვლელობაშია ბრალდებული
  • ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge