ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ციხეში ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრიც მოინახულა.
ბაჩო ახალაიას ადვოკატის თქმით, “დიქტატურის პირისპირ მარტოები არ ვართ” და ევროპელი პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილები არ არიან.
“ეს ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ნიშნავს იმას, რომ ამ დიქტატურის პირისპირ ჩვენ მარტო არ დავრჩენილვართ. ჩვენი ევროპელი მეგობრები არ გვტოვებენ უყურადღებოდ და ისინი არ არიან გულგრილნი ამ პროცესების მიმართ, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება. ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ ევროპა გვიყურებს,” – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის პრეზიდენტი, ალან მიჩელი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესაც შეხვდა.
