მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ღამით, ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ კიდევ ერთხელ მიაღწია მოსკოვის ოლქს. სამიზნე ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე რუსეთის თავდასხმებზე და ჩვენი მეომრების მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი შედეგია იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას მხარს უჭერენ“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სიზუსტე და ეფექტურობა ყველა პარტნიორმა აღნიშნა“.
„დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას“, – აცხადებს ზელენსკი.
