სტიქია ახმეტის მუნიციპალიტეტში – ძლიერი წვიმების შედეგად, პანკისის ხეობაში წყალდიდობაა.
საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და გარკვეულ ადგილებში ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ამ დროისათვის მდინარეებიდან გადმოსული წყალი შუა, ქვემო და ზემო ხალაწნის ქუჩებში მოედინება.
