Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს

June 17, 2026
ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს

ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრები და მეგობრები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებენ. მათი თქმით, უცნობი პირები ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების საქმეზე საჯარო საუბრის შეწყვეტას ითხოვენ და პასუხისმგებლობით ემუქრებიან.

ოჯახი გამოძიებას, ბავშვის სიკვდილში დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას სთხოვს.

“პიროვნება არის გიორგი ლომია, უბრალოდ, ფეიქი გვერდი აქვს, როგორც ჩანს, გაკეთებული, იმიტომ, რომ მალევე წაშალა. მოკლედ, მუქარის მესიჯებს გვიგზანის, რომ სამართლებრივად თითოეული თქვენგანი აგებთ პასუხს იმაზე, ჩვენ რომ ვაკეთებთ ფეისბუქზე განცხადებებს, ვწერთ, რომ “დაისჯებით” და ა.შ. ჰოდა, ამ პიროვნების დადგენა გვინდა, ვინაა და რას ითხოვს. იმის ნაცვლად, რომ ისინი დაისაჯონ, აქეთ გვეუბნებიან, თქვე დაისჯებითო, თან სამართლებრივი გზითო. ნათესავს ჰონდა გაზიარებული ეს პოსტი და ვისაც კი კომენტარი ჰქონდა გაკეთებული, ყველას ერთი და იგივე ტექსტები მისწერა, რომ “დაისჯებით სამართლებრივი გზით”, – ამბობს ოჯხის წევრი.

მიმდინარე წლის 9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საზოგადოებამ იცის, ეს აგენტურული ჯგუფები არც პოლიტიკოსები და არც პოლიტიკური პარტიები არ არიან, მნიშვნელოვანია, ასეთი ჯგუფები ქართულ პოლიტიკაში არ იყვნენ- რატი იონათამიშვილი
  • ენმ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციას აანონსებს
  • სასამართლომ თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge