Tuesday, June 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ჩვენთვის გაუგებარია, რასთან დაკავშირებითაა დაკავებული” – სუს-ის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი

June 16, 2026
“ჩვენთვის გაუგებარია, რასთან დაკავშირებითაა დაკავებული” – სუს-ის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ, „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, დიანა გვიშიანის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რას ედავებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფს.

როგორც გვიშიანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, დაკავებულ 6 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

„ახლა უნდა მოვინახულო იზოლატორში, ჯერ ბრალის დადგენილება არ გადმოუციათ, ამ ეტაპისთვის ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაუგებარია, რასთან დაკავშირებითაა დაკავებული“, – განაცხადა გვიშიანმა.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

დავით ფერაძე შემოდგომაზე, სს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვერანაირი არგუმენტი და ვერც ერთი გონიერი ადამიანი ვერ გაამართლებს ამ ბარბაროსულ, გამანადგურებელ თავდასხმას ისეთ წმინდა სალოცავზე, როგორიც კიევ-პეჩერის ლავრაა” – მსოფლიო საპატრიარქო
  • მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს
  • “ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის მომავალს პოსტსაბჭოთა სივრცეში ეძებს” – მაიკლ გალერი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge