Tuesday, June 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს არაფერს…” – რას ამბობს ალეკო ელისაშვილი

June 16, 2026
“ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს არაფერს…” – რას ამბობს ალეკო ელისაშვილი

ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს ჩვენი პატრიარქი არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება? ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვართ? – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაყვანისას განაცხადა.

ის მოსამართლე გიორგი გელაშვილმა რამდენჯერმე მიცემული გაფრთხილების შემდეგ გააძევა.

„ამდენის მოთმენა უკვე ზედმეტია ჩემი მხრიდან! სასამართლოს უპატივცემლობის და შეურაცხყოფის გამო, ალეკო ელისაშვილი გაძევებულია“, – განაცხადა გელაშვილმა.

იქამდე კი ელისაშვილი მოწმე ექსპერტს კითხვას უსვამდა.

„ბორჯომის ხანძარი, ბავშვთა სამყარო, რომ დაიწვა, რამე შემხებლობა თუ გქონდათ, როგორც ექსპერტს“? – ჰკითხა მან მოწმეს, რაზეც ექსპერტმა უარყოფითი პასუხი გასცა.

შემდეგი კითხვის დასმისას მას მოსამართლემ უთხრა, კონკრეტული კითხვა დაესვა.

„არ მაცდით ლაპარაკს, აზრს ვაყალიბებ, შეკითხვა როგორ დავსვა, კონტექსტი თუ არ ვთქვი. ნუ მაწყვეტინებთ თქვენი ჭირიმე“, – უპასუხა მოსამართლეს ელისაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ადვოკატმა მას ჰკითხა, თუ რის გამო გააძევა ელისაშვილი.

„რაც მაგან შეურაცხყოფა მომაყენა, არც ერთი ბრალდებულისგან არ მომითმენია“,- განაცხადა მოსამართლე გელაშვილმა, რაზეც ადვოკატმა მას კვლავ კითხვა დაუსვა.

„მაცადეთ კითხვის დასმა, თქვენი ჭირიმეო, რომ თქვა, ამის გამო აძევებთ?” – განაცხადა ადვოკატმა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ „არამხოლოდ”.

იქამდე კიდევ ერთ მიცემულ შენიშვნაზე კი ელისაშვილმა მოსამართლეს უთხრა – „გამისკდა გული, ისე შემეშინდა“.

აღნიშნულს ადვოკატის რეპლიკა მიჰყვა, რაზეც გელაშვილმა განაცხადა, რომ „არ აშინებს, წესრიგი დაიცვას, რადგან ეს ბოლო გაფრთხილებაა”.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  • ჟურნალისტ დოდო შონავას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge