Saturday, June 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ ეხმიანება ლაშა ტუღუში პირდაპირ ეთერში 10 წლის გოგოს დაცემის ფაქტს

June 12, 2026
როგორ ეხმიანება ლაშა ტუღუში პირდაპირ ეთერში 10 წლის გოგოს დაცემის ფაქტს

10 წლის გოგონას დაცემა პირდაპირ ეთერში – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელმძღვანელს ეკისრება.

ლაშა ტუღუშის თქმით, არხის შიგნით ვითარება იქნება ძალიან რთული, რადგან “ეს არ არის ისეთი საკითხი, სადაც კლიშეებით მუშაობენ” და მდგომარეობა ნამდვილად ძალიან რთულია.

მოვითხოვეთ, რომ ხვალვე გაიმართოს შეხვედრა და მოწვეული იქნეს დირექტორი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაა ეს პირველ რიგში და არა მარტო იმ ნაწილის, რომელიც არის მოწვეული. 

ჯერ-ჯერობით არაფერი არ მიმიღია მე პასუხად [ვასილ მაღლაფერიძისგან], ველოდები კიდევ რა პასუხი იქნება ამასთან დაკავშირებით. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება იქნება ძალიან რთული შიგნით იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი საკითხი, სადაც კლიშეებით მუშაობენ, რომ ეს პოლიტიკურია და ა.შ., ეს არის ის თემა, რომელმაც დააჯანჯღარა მთელი საზოგადოება იმიტომ, რომ ბავშვებს ეხება და აქ ნამდვილად ძალიან რთულია მათი მდგომარეობა. 

ვიმეორებ, პასუხისმგებელი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის ხელმძღვანელი,” – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

 საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ახსნა განმარტებებს ელოდებიან.

ცნობისთვის, 9 ივნისს, გავრცელდა ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ ბავშვი დაეცა, ხოლო ამ ფაქტის  შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.  

10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ ბავშვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

ქალის თქმით, მისი შვილის დაცემის შემდეგ ადგილზე მყოფმა პასუხისმგებელმა პირებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს, ბოდიში არ მოუხდიათ და მომხდარის მნიშვნელობას დღემდე ვერ აცნობიერებენ. მშობელი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სამართლებრივ დავასაც დაიწყებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 13 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
  • შსს პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გამოქვეყნებას ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge