Friday, June 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასამართლო პროცესები მასკარადია – ეს ქვეყანა უსამართლობაში, უპერსპექტივობასა და უიმედობაში იხრჩობა და ეს როდის ამოფეთქავს, არავინ იცის” – ზურაბ ჯაფარიძე 4 ოქტომბრის საქმეზე

June 12, 2026
“სასამართლო პროცესები მასკარადია – ეს ქვეყანა უსამართლობაში, უპერსპექტივობასა და უიმედობაში იხრჩობა და ეს როდის ამოფეთქავს, არავინ იცის” – ზურაბ ჯაფარიძე 4 ოქტომბრის საქმეზე

სასამართლო პროცესები მასკარადია – მე ოპტიმისტური მოლოდინები არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა უსამართლობაში, უპერსპექტივობასა და უიმედობაში იხრჩობა. ჯაფარიძე 4 ოქტომბერს ამ ყველაფრის „ამოხეთქად“ აფასებს.

„ეს პროცესი მასკარადია, რომელიც არა ერთხელ გვინახავს. ეს ქვეყანა უსამართლობაში, უპერსპექტივობასა და უიმედობაში იხრჩობა და ეს როდის ამოფეთქავს, არავინ არ იცის, ერთ-ერთი გამოხეთქვის მაგალითი იყო 4 ოქტომბერი.

დაკავებული ადამიანები არიან პატრიოტები და ცხადია, ყველა გარეთ უნდა იყოს. თუმცა, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქმეში მტკიცებულებები არ არის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა რაიმე ჩაიდინეს.

მე ოპტიმისტური მოლოდინები არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების: გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ია დარახველიძის ადვოკატმა წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა.

პროცესზე, ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და

ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • “2025 წელს საქართველოში 6500-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ეს საგანგაშოა” – თაზო დათუნაშვილი
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge