მიხეილ ცაგარელი გვაფრათხილებს რომ 29 ივნისი, ოთხშაბათი რთული დღეა და უნდა გამოვტოვოთ.
“ყურადღებას ითხოვს ოთხშაბათი. ამ დღეს ახალმთვარეობაა, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოში ხდება. მზე და მთვარე ერთმანეთს კირჩხიბის ზოდიაქოში ხვდება. მზე და მთვარე არ მეგობრობენ, მათი ენერგიები ერთმანეთს ეჯახება, რაც 29 ივნისს ხასიათის ცვალებადობას, აგრესიულობისა და დეპრესიულობის მომატებას, ტყუილებისადმი მიდრეკილებას, უყურადღებობის ან ჩაფიქრების ნიადაგზე, ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს გამოიწვევს. ამ პერიოდში არავითარი საქმეების გარჩევა, არავითარი კამათი. ახალმთვარეობაზე ძველი, მამაპაპური რიტუალის გამოყენება შეგიძლიათ – ლითონის ფული გარეთ გაიტანეთ, მთვარეს აჩვენეთ, სადმე დადეთ, რომ მთვარემ დაინახოს და ახალი ფინანსური შემოსავალი მოიტანოს. არავითარი ახალი საქმე არ დაიწყოთ, შეგიძლიათ, [საქმე] დასახოთ, მაგრამ არ დაიწყოთ. ამ პერიოდში არავითარი ხელშეკრულება არ დადოთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, უარი თქმით სარისკო მოქმედებებზე, ამას უკუჩვენება ექნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ე.წ. სატანური დღეა, როდესაც ადამიანში შეცდომებისა და ცდუნებების ალბათობა ძალიან მაღალია. ამიტომ, 29 ივნისს, ანუ ოთხშაბათს, მოვერიდოთ ალკოჰოლურ სასმელებს.
ამ კვირის განმავლობაში, თუ რაიმე განსაკუთრებული საქმე, პროექტი, ხელშეკრულება, მოლაპარაკება გაქვთ, 29 ივნისი, ოთხშაბათი დღე გამოტოვეთ – ეს დღე მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი საქმეების გარჩევისა და სარისკო მოქმედებების გარეშე უნდა გავიაროთ. ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობასაც, რადგან ახალმთვარეობა კირჩხიბში ხდება, კუჭის ზონასთან სიფრთხილეა გამოსაჩენი, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ საკვების კუთხით – მაღალია მოწამვლის ალბათობა.“ – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „იმედის“ ეთერში.