თბილისში „თბილისი პრაიდის“ კვირეული მიმდინარეობს, რომელიც ცოტა ხნის წინ კინოჩვენებით გაიხსნა.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. კინოჩვენებაზე საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ისრაელის ელჩი რან გიდორი და სხვები იმყოფებოდნენ.
კინოჩვენება კლუბ „ხიდში“ გაიმართა. ადგილზე მობილიზებული იყკვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მიმდებარე ტერიტორია კი რკინის ჯებირებით იყო შემოსაზღვრული.