Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხატია დეკანოიძე პარტიაში დაანონსებულ “რევოლუციურ ცვლილებებზე” პირველ კომენტარს აკეთებს

June 10, 2026
“არავის ეშინია კობახიძის, ივანიშვილის და ბოროტი წულუკიანის”- ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება პარტიაში, თუმცა ფიქრობს, რომ შეიძლება ეს ცვლილებები რადიკალური იყოს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ  ის პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობას მიესალმება.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ “პარტიის გაძლიერება არის ის, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება მთელ ოპოზიციურ ველს”.

… რაც გავიგეთ დღეს მიშას პოსტიდან და როგორც გითხარით, რომ ძალიან ნორმალური მიდგომაა პარტიაში კონკრეტული დემოკრატიის გაძლიერება და გაძლიერება ზოგადად პარტიის, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს. 

რაც შეეხება ვთქვათ ვინ მოვა, სად წავა, როგორი იქნება, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. 

პარტიის შიდა სტრუქტურაზე, გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, ყოველდღიური საუბრები არსებობს. მიშა, რომელსაც შეუცვლელი როლი აქვს ამ პარტიაში, მასთან ეს კოორდინაცია სულ აქვს, მათ შორის გენერალურ მდივანს, დარწმუნებული ვარ თავმჯდომარესაც, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ ყოველდღიურ საქმიანობაში და არა მხოლოდ, რადგან ჩვენ არ ვართ იმ მოცემულობაში და იმ ვითარებაში, როდესაც შეიძლება რუტინულად იმოქმედო, ჩვენი მოცემულობა საქართველოში დღეს არის უმძიმესი ანტი-ქართული პოლიტიკით დაკავებული ბიძინა ივანიშვილის დე-ფაქტო ძალაუფლება, ხელისუფლება. 

ამ კონტექსტში, ვფიქრობ, რომ გასაძლიერებლად შესაძლებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ახალგაზრდების ჩართულობას მე მივესალმები… პარტიის გაძლიერება არის ის, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება მთელ ოპოზიციურ ველს,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე დაფუძნებულ პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი ახალგაზრდების ბირთვით უერთდება.

თავის მხრივ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსულტაციებს ადასტურებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “წინადადება საინტერესოა, გამოწვევა გააზრებული მაქვს” – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის შეთავაზებაზე
  • “განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ”- „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოქალაქეებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge