ევროკავშირი რუსეთის პატრიარქ კირილს დაასანქცირებს – ინფორმაციას euronews სამი დიპლომატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წელს უნგრეთმა ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო, ევროკავშირი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლისთვის სანქციების დაწესებას ხელახლა შეეცდება.
სამმა დიპლომატმა Euronews-ს დაუდასტურა, რომ მისი სახელი სამშაბათს წარდგენილ სანქციების უფრო ფართო პაკეტში დაემატა.
