Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

გრიგოლ ლილუშვილის საქმე – დაცვის მხარის თქმით, პროკურატურის მოწმეები “ბენეფიტებით” სარგებლობენ

June 10, 2026
გრიგოლ ლილუშვილის საქმე – დაცვის მხარის თქმით, პროკურატურის მოწმეები “ბენეფიტებით” სარგებლობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს – დღევანდელ სხდომაზე “ქოლ-ცენტრების” ეპიზოდზე მსჯელობენ – იკითხება პროკურატურის ორი მოწმე.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ერთ-ერთი მოწმე არის იმ “ქოლ-ცენტრის” მმართველი, რომლის მფარველობასაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გრიგოლ ლილუაშვილი უწევდა, ხოლო მეორე მოწმე სახელმწიფო მბრალმდებლის განმარტებით, ამავე “ქოლ-ცენტრთან” დაკავშირებით არის ფიგურა, რომელიც ბევრ ფაქტობრივ გარემოებას ფლობს.

მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის, არცერთი დასახელებული მოწმე ბრალდებულის სტატუსით არ სარგებლობს.

“დღეს გვეყოლება ორი მოწმე, რომელთაგან ერთ-ერთი არის უშუალო იმ “ქოლ-ცენტრის” მმართველი, რომლის მფარველობასაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უწევდა გრიგოლ ლილუაშვილი და ამ კონკრეტული მოწმისთვის კარგად იყო ცნობილი ამ მფარველობის შესახებ, თუ ვინ უწევდა მფარველობას და ამისთვსი ის შესაბამის თანხასაც იხდიდა. რაც შეეხება მეორე მოწმეეს, მეორე მოწმეც ამავე “ქოლ-ცენტრთან” დაკავშირებით არის ფიგურა, რომელიც ბევრ ფაქტობრივ გარემოებას ფლობს და შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. ამ ეტაპისთვის, არცერთი მოწმე ბრალდებულის სტატუსით არ სარგებლობს”. – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

სხდომის დაწყებამდე “tv პირველთან” კომენტარი გააკეთა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმაც – ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ პროკურატურის მოწმეები “ბენეფიტებით” სარგებლობენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ზოგიერთი მათგანი გირაოს სანაცვლოდ გათავსიუფლდა, ზოგს კი საერთოდ არ აქვს ბრალი წარდგენილი.

“მსგავსი ქცევა ბრალდების მხრიდანარის წამახალისებელი, რადგან პირი თუკი საუბრობს ჩადენილ დანაშაულზე, მის მიმართ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა” – ამბობს უფლებადამცველი.

“არცერთი მოწმე არ გვყავს გამოძიებაში, ამ კონკრეტრულ შემთვევაში “ქოლ-ცენტრების” ეპიზოდში, რომელიც პირადად რაიმე თანხის მიმტანი და გადამცემი არის ბატონი გრიგოლ ლილუაშვილისთვის. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ტავიანთ თავს ამხელენ, თავიანთი ბრალის აღიარებაზე საუბრობენ, ბენეფიტად, მათ დღეის მდგომარეობით პროკურატურის მხრიდან გარანტირებულად უკვე ბრალწარდგენილ პირებს გირაო შეფარებული და უმეტესობა მათგანს საერთოდ ბრალი არ აქვთ წარდგენილი. შესაბამისად, ეს არის წამახალისებელი ბრალდების მხრიდან, მსგავსი ქცევა, რადგან პირი თუკი საუბრობს ჩადენილ დანაშაულზე, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი სამართლებრივი ღონსიძება და უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა”, – აცხადებს ლანა ცერცვაძე.

საქმის პროკურორმა დაცვის მხარის ბრალდებებს დღეს “პირველებთან” უპასუხა – მარიამ ბერძენიშვილი ირწმუნაება, რომ მოწმეებს არავინ არაფერს დაჰპირებია ჩვენების სანაცვლოდ.

“მოწმეთა ბაზა, რა თქმა უნდა, შედგება იმ პირებისგან, ვისაც პირდაპირი შემხებლობა ჰქონდა “ქოლ-ცენტრთან”, ამიტომ მათ მიერ ჩადენილი ქმედებებით, შესაბამისად შესაძლოა, სხვადასხვა კვალიფიკაციის მომცემი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ მომწეებს ვინმე რამეს დაპირდა და ადვოკატი ყველა მათგანს ეკითხება, დაპირდა აქვთ თუ არა მიღებული და რეალურად, მათ არანაირი პირობა არ აქვთ მიცემული, ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი რამ არ არის. თუმცა, რადგან ისინი არიან მოლოდინის რეჟიმში, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება აქ არის ის, რომ თოთოეული მოწმე რასაც აცხადებს, თუნდაც “ქოლ-ცენტრებთან” მიმართებით თუნდაც, ამ მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ერთმანეთთან თანხვედრაში.

გამოძიება მიმდინარეობს, საგამოძიებო ორგანოში ამ ფაქტთან ზოგადად მიმდინარეობს გამოძიება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა პირთან მიმართებით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ გამოძიება არის ცოცხალი პროცესი, კომპლექსურიდ ა ყველაფერს რა თქმა უნდა, შესაბამისი შეფასება მიეცემა”, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამ წუთებში, ირაკლი კობახიძე ბრიფინგს მართავს
  • “მიშა გვკიდია, თავი დაგვანებოს, უჩემოდ არაფერი გამოვაო, უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა, ამდენი ხანიც გამოგვივიდოდა, შენ რომ მაოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი” – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge