მიხაილ ხოდორკოვსკის რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების საქმეზე 10 წლით კოლონიაში პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლომ კომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დამნაშავედ ცნო რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. ბრალდების მხარე თავდაპირველად მისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
ხოდორკოვსკიმ რუსეთი 2013 წელს დატოვა. 2025 წლის ოქტომბერში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის“ შექმნაში მონაწილეობის გამო. აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და აკრძალულია.
ხადარკოვსკი რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოურ აგენტად“ არის გამოცხადებული და რუსეთის ფედერაციაში ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრშია შეყვანილი.
