ერთმანეთს ეჯიბრებიან ბიძინას დაუმტკიცონ ვინ უფრო კარგად იცავს, – ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის ბრიფინგს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი ქცევა „ქვეყნის დიდი სირცხვილია“.
“ან ერთმანეთს ეჯიბრებიან ბიძინას დაუმტკიცონ ვინ უფრო კარგად იცავს … ნებისმიერ შემთხვევაში გეთანხმებით ასეთი საცოდაობა არ არსებობს და ქვეყნის დიდი სირცხვილია მონობაში ერთმანეთს რომ ეცილებიან ქაჯები! – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი მერაბ მეტრეველის სტატუსის კომენტარებში წერს, რომელიც ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანებოდა.
ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა – “ქართული ოცნების” ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა.
კობახიძის მტკიცებით, ბრიფინგის გამართვა სამთავრობო არხებზე დებატების დროს ოპოზიონერი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის უარყოფითად მოხსენიების შემდეგ გადაწყვიტა.
