Tuesday, June 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საკრებულოს უფლება ექნება, დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვის საკითხზე განსხვავებული რეგულაციები დაადგინოს

June 9, 2026
თბილისის საკრებულოს უფლება ექნება, დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვის საკითხზე განსხვავებული რეგულაციები დაადგინოს

თბილისის საკრებულოს ენიჭება უფლებამოსილება, დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვის საკითხზე განსხვავებული რეგულაციები დაადგინოს.

ამას “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

აღნიშნულ კანონში ამ მიმართულებით კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, მწვანე ნარგავების ჭრის ერთ-ერთი საფუძვლად განსაზღვრულია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს არ უნდა აჭარბებდეს. აღნიშნული ჩანაწერი ტერიტორიაზე არსებულ ყველა მერქნიან მწვანე ნარგავს გულისხმობს.

აღნიშნულ მუხლი კორექტირდება და კანონში იწერება, რომ მოსაჭრელი ჯანსაღი მწვანე ნარგავების რაოდენობა შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი მწვანე ნარგავების 25%-ს არ უნდა აჭარბებდეს, რომელშიც არ ითვლება ხილ-კენკროვანი, ბუჩქოვანი და არამერქნიანი მცენარეები, აგრეთვე არაუმეტეს 12 სმ დიამეტრის მქონე შემდეგი სახეობის მწვანე ნარგავები: აილანთუსი (ხემყრალა), თუთა, აკაცია (რობინია), კერლეუტერია, იუდას ხე (არღავანი), დიადი ბოყვი, გლედიჩია, იასამანი, ამერიკული ნეკერჩხალი.

“კანონპროექტის მიღების უმთავრესი ამოცანაა, რომ დაინტერესებულმა პირებმა შესძლონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სამშენებლო განვითარება იმგვარად, რომ არ დაირღვეს ბალანსი ეკოლოგიურ წონასწორობასა და საკუთრებით სარგებლობას შორის. აღნიშნული რეგულაციები წარმოშობს უფლებამოსილებას ჯანსაღი ნარგავები მოიჭრას გარკვეული პირობების დაცვით და რაც მთავარია, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საკანონმდელო ნორმებისა და პრაქტიკაში არსებული მიდგომების ჰარმონიზაციას. ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეძლევა უფლებამოსილება, დააწესოს განსხვავებული რეგულაციები დაუმთავრებელი და ავარიული მშენებლობების დასრულების/ჩანაცვლების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოფელ ზოგიშში საავტომობილო გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა
  • “უფასო არის მკვდრისთვის კუბო, თორემ ოჯახის პატრონი მაგასაც ყიდულობს. უფასო არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე, მით უმეტეს ელექტროენერგია” – ვიქტორ ჯაფარიძე
  • ხოდორკოვსკის რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge