Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“20 ივნისი მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის – ეს არის ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იყოს რუსული ფულის, რუსული გავლენებისა და რუსული ინტერესების სამსახურში” – ლაშა ფარულავა

June 9, 2026
“20 ივნისი მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის – ეს არის ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იყოს რუსული ფულის, რუსული გავლენებისა და რუსული ინტერესების სამსახურში” – ლაშა ფარულავა

20 ივნისი მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის – 20 ივნისი არის ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იყოს რუსული ფულის, რუსული გავლენებისა და რუსული ინტერესების სამსახურში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კორუფციისა და რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს, „ამიტომ საზოგადოებას 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამის 7 წლისთავთან დაკავშირებით“ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„იმ ღამეს ქართველმა ხალხმა გავრილოვი ღირსეული წინააღმდეგობით, ფაქტობრივად, კინწისკვრით გააგდო საქართველოდან. მაგრამ გავრილოვის წასვლის შემდეგ, სამწუხაროდ, ქვეყანაში რუსული გავლენები არათუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდა.

გუშინ, სწორედ აშშ-ის კონგრესმაც მიიღო კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსული გავლენების, დემოკრატიის უკუსვლისა და კორუფციის საკითხებს ეხება. ანუ ის, რაზეც წლებია ვსაუბრობთ, დღეს უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ოფიციალური შეფასების ნაწილიც გახდა.

წლებია ვამბობთ, რომ საქართველო ქართული ინტერესების გამტარი სახელმწიფო აღარ არის და რუსული გავლენებისა და რუსული ფულის სამრეცხაოდ იქცა. ამის გამო გვესხმოდნენ თავს, გვადანაშაულებდნენ და ყველაფერს უარყოფდნენ. ბოლოს კი თავად პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქართველოში 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო გათეთრდა.

ეს არის რუსული, სისხლიანი ფული, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა, გათეთრდა და სისტემამ პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ვალუტის გადამცვლელს დააკისრა. არავის უკითხავს პასუხი იმ უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც მსგავსი სქემების გამოვლენა და აღკვეთა იყო. მეტიც, საქმე ჩაფარცხა და გამოძიება შეწყდა.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კორუფციისა და რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას ეს ხელისუფლება არ აპირებს. ამიტომ 20 ივნისი მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის. 20 ივნისი არის ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იყოს რუსული ფულის, რუსული გავლენებისა და რუსული ინტერესების სამსახურში.

ამის შეცვლა მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია. ამიტომ, 20 ივნისს, 19:00 საათზე, გელოდებით ფილარმონიასთან, ღირსების ანტისაოკუპაციო მარშზე“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • 2026 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება – რას ამბობენ სპეციალისტები
  • 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge