პირველი ინტერვიუ პოლიციელის დაჭრისთვის დაკავებული კაცის ოჯახთან – ამაშუკელები ამტკიცებენ, რომ ბრალდებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დანა შემთხვევით ჩაარტყა. “პირველების” ინფორმაციით, 48 წლის კაცმა, კონფლიქტის შემდეგ ქალაქის ცენტრში ჯერ მეზობელი დაჭრა, დაკავების მომენტში კი დანა პოლიციელს სამჯერ ჩაარტყა.
დაკავებული ბრალის წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება, საქმეში დევს სისხლიანი ტანსაცმელი და დანაშაულის იარაღი – დაანა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს, ამტკიცებს, რომ არც მეზობლის და არც პატრულ-ინსპექტორის დაჭრა უნდოდა.
პატრულ-ინსპექტორი მერაბ ქავთარაძე ამ დრომდე კლინიკაშია, დღეს ის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და საპატრულო პოლიციის უფროსმა მოინახულეს “პირველების” ინფორმაციით, რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა დაჭრილ პაპუაშვილსაც, რომელსაც სასიკვდილოდ მისი მეზობელი იმეტებდა.
