ახალციხის მუნიციპალიტეტი ყირიმ-კონგოს ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება სოფელ მუსხში მცხოვრებ 21 წლის ბიჭს დაუდასტურდა. იგი ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. – ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
“მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. უტარდება შესაბამისი საჭირო რეანიმაციული მკურნალობა. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პაციენტი მკურნალობას სრულ გამოჯანმრთელებამდე ბოქსირებულ განყოფილებაში გააგრძელებს.” – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ წელს სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 24 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი პაციენტი გარდაიცვალა.