Saturday, June 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხმაური პუშკინის სკვერში – რუსეთის მოქალაქეები რუსული ენის დღეს ზეიმობენ

June 6, 2026
ხმაური პუშკინის სკვერში – რუსეთის მოქალაქეები რუსული ენის დღეს ზეიმობენ

რუსული თავშეყრა თბილისის ცენტრში – რამდენიმე წუთის წინ, ხმაური იყო პუშკინის სკვერში. ოკუპირებული ქვეყნის მთავარ მოედანთან ახლოს, რუსეთის მოქალაქეები რუსული ენის დღეს ზეიმობენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. ზოგიერთი მათგანი სიტყვითაც გამოვიდა.

“პირველების” კამერამ გადაიღო მოსკოვიდან თბილისში გამოგზავნილი დიპლომატიც. რუსეთი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს “ტვ პირველმა” ჰკითხა,  რა მისია აკისრიათ მათივე ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე:

მე ვიცავ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დახმარებით. რუსეთისა და შვეიცარიის შეთანხმების შესაბამისად, წარმოვადგენეთ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. სამწუხაროდ ვეღარ გაგესაუბრებით, მეჩქარება”, – უთხრა რუსეთის წარმომადგენელმა ჩვენს ჟურნალისტს. 

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სკვერში “ქართული რესპუბლიკის მოძრაობის” წევრები გამოჩნდნენ. სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე შეკრებილებს აგვისტოს ომის გამოსახულებიანი საპროტესტო ბანერები გაუშალეს და უთხრეს, რომ  დაუშვებელიაა საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოწყობა.

თქვენ ხართ შეცდომაში შეყვანილები. რადგან ამ ღონისძიებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს იმისთვსი, რომ თქვან, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები იცავენ რუსულ ენას. რუსული ენის აღნიშვნა ქართველისთვის, ჩემი აზრით არის შეურაცხყოფა”, – განაცხადა ილია ღლონტმა.

ამის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა საქართველოს მოქალაქეებმა რიტორიკა შეცვალეს და თქვეს, რომ ღონისძებაზე პუშკინის დაბადებსი დღის გამო მივიდნენ.

კულტურის ღონისძიებაზე მოვიდა აქ ქართული საზოგადოება. მე პუშკინის დღესთან დაკავშირებით მოვედი. საქართველოში არანაირი დისკრიმინაცია არ მიმდინარეობს რუსული ენის და ეს რუსეთისთვსი უნდა გვეჩვენებინა. (ჟურნალისტი – რატომ გვაქვს ოკუპანტი ქვეყნისთვსი დასამტკიცებელი, რომ არ მიმდინარეობს მათი ენის დისკრედიტაცია? ) სამწუხაროდ ქართველების წინააღმდეგ მიმდინარეობს ძალიან საშინელი ანტიქართული პოლიტიკა. მე შევეცადე რუსული საზოგადოებისთვის მიმეტანა ის უპრეცედენტო დისკრიმინაცია, რაც ხორიცელდება დღეს ქართულ მსოახლეობაზე, კონკრეტულად გალის რაიონის  რაიონში, როცა ადამიანებს იჭერენ ქართული ლაპარაკისთვის, ამიტომ ძალიან ბევრი რამის მიტანა ჩვენ გვჭირდება და ნებისმიერი პლატფორმა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. მე დიახ სიტყვით გამოვედი და დიახ ვისაუბრე ამ ყველაფერზე. დიახ, რუსეთი აუცილებლად არის ოკუპანტი”. – ამბობს ღონისძიების მონაწილე. 

“პირველების” ინფორმაციით, ღონისძიება შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსული სექციის მიერ არის ორგანიზებული.

უკვე მეორე წელია რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი, საუბარია ელჩის მოვალეობის შემსრულებებლზე, აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კობახიძე კი არა მთელი მთავრობა და პარლამენტი უნდა გადამდგარიყო” – ზურაბიშვილი
  • “მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ, ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების გავლენების გამტარებლები არიან”- კალაძე
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge