Monday, August 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კახეთში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისთვის მოქალაქეებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა

June 5, 2026
კახეთში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისთვის მოქალაქეებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა

კახეთში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისთვის მოქალაქეებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, 28 მაისით დათარიღებულ ბრძანებაშია საუბარი. ინფორმაციას “BM.GE” ავრცელებს.

საქმე ეხება 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის სტორი ჰესი – ქვესადგური „ახალი თელავი“ (33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში“ შეჭრის (3.2 კმ) მშენებლობის პროექტს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს პროექტი კახეთის რეგიონში ელექტრომომარაგების საიმედოობის გაზრდასა და მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება.

ბრძანების თანახმად, პროექტის არეალში მოექცა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, მდებარე 4 002 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 34 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც – ლია კაკლეიანის, გელა წიკლაურის, გიორგი წიკლაურის, ვეფხო წიკლაურის, თამარ წიკლაურისა და მახარე წიკლაურის თანასაკუთრებაშია.

დოკუმენტის მიხედვით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიწის მესაკუთრეებს პროექტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ ნებაყოფლობითი გასხვისების სანაცვლოდ კომპენსაციაც შესთავაზა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამის შემდეგ კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

სამინისტროს განმარტებით, პროექტი საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ნაწილია და მისი მიზანია კახეთის რეგიონში ენერგომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება.

მინისტრის ბრძანებით, აღნიშნული პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად გამოცხადდა, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შესაბამის მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

მხარეები ბრძანების გასაჩივრებას მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეძლებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის” – რას ამბობს კახა კალაძე
  • “აგენტის ბედი ასეთია, დავალებაა წამოსული და ნელ-ნელა ცდილობენ, რომ საზოგადოებას შეაპარონ მესიჯი, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ ტერიტორიები” – რას ამბობს კახა კალაძე
  • „შენ გზას გაუმარჯოს მარადიული სამყოფელისკენ…“ – ნინო კვაჭანტირაძე ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge