Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ხელის გულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც” – შალვა პაპუაშვილი

June 5, 2026
“მე ვარ ირაკლი ჩხვირკიას დედა და ამაყად ვამბობ ამას” – ციცო როსტობაია

დარწმუნებული ვარ, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იგრძნობს სიკეთეს, რომ დატვირთვა, რომელიც უკანონო საქმიანობით ხდებოდა, აღმოიფხვრება, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ხელის გულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც.

„რიცხვები თქვენც ხომ მოისმინეთ – მესტიის მუნიციპალიტეტში 130 მლნ კვტ.სთ გამოიყენებოდა. ეს მაშინ, როცა მსგავსი სიდიდის და მოსახლეობის, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მსგავსი მუნიციპალიტეტები დაახლოებით 10 მილიონს მოიხმარენ. მოხმარება 13-ჯერ მეტი იყო, რაც უკვე ხელის გულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა. ეს ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა დაადასტურა კიდეც. გარდა იმისა, რომ უკანონობაა, ეს ყველაფერი ტვირთად აწვებოდა თავად მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, მათი ელექტროენერგიით მომარაგება გართულებული იყო, რაზეც თავადაც საუბრობდნენ. ამ მხრივ, მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. დარწმუნებული ვარ, ამას საკუთარ თავზე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იგრძნობს სიკეთეს, რომ დატვირთვა, რომელიც უკანონო საქმიანობით ხდებოდა, აღმოიფხვრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ პირველ ივნისს განაცხადა: „ვიწყებთ ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯებს, ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოწვევა შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიაში“.

4 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დავით ჟღენტმა და დანარჩენმა პირებმა კონკრეტული გზა, ბრძოლის გზა აირჩიეს და არ აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება” – ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე
  • “რატომ ჰქვია დღემდე კობახიძეს პრემიერი?” – რას წერს გია ხუხაშვილი
  • თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge