არანორმალურ ქმედებად მიმაჩნია,- ჯერ გააწამო ადამიანები და მერე გაუწოდო დახმარების ხელი – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი წერს.
„პირველი და უმთავრესი-
დიდი ბედნიერებაა, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები წამალს მიიღებენ!
მეორე- იმედია, მომავალში (ბავშვთა სიცოცხლის გადასარჩენად) მშობლებს ორწლიანი ტანჯვა და 45 დღიანი საპროტესტო აქციების ორგანიზება აღარ დაჭირდებათ. ამასთან, იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს, რომ ბავშვები 45 დღის მანძილზე სრული სტრესის გარემოში აცხოვრეს და მომავალში უფრო კონსტრუქციულად და კორექტულად იმოქმედებენ.
მესამე- მიუღებელ და არანორმალურ ქმედებად მიმაჩნია,- ჯერ გააწამო ადამიანები და მერე გაუწოდო დახმარების ხელი. თანაც, ეს მოწყალების ხელი კი არა, ვალდებულების აღსასრულებელი ხელია. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე! კონსტიტუცია იცავს ბავშვების სიცოცხლეს. ამას საპროტესტო აქციები არ უნდა სჭირდებოდეს!!!!!!!!!! რაც დღეს ვიხილეთ, ერთი თვის წინაც შეგვეძლო გვეხილა და მოგვესმინა!
მეოთხე- ბავშვების მშობლებმა საოცარი მიზანდასახულობა, მოთმინება და უტეხობა გამოავლინეს, რაც დასაფასებელი და სამაგალითოა. ასევე, სამაგალითოა ჩვენი ხალხის კეთილი გული და ერთსულოვნება! სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდების დიდი, შთამბეჭდავი მონდომება!
მეხუთე- პირველ პუნქტს ვუბრუნდები და ვამბობ: ბედნიერებაა, რომ ბავშვები საჭირო მედიკამენტებს მიიღებენ!!!“
