თბილისში RAF-ის ღონისძიებაზე გენო პეტრიაშვილიც იჭიდავებს – ქართველი ვეტერანი მოჭიდავის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი ჯეიკ ვერნერი იქნება.
ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციის [RAF] ღონისძიება საქართველოში 11 ივლისს გაიმართება. ივენთის მთავარი ჭიდაობა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება იქნება. მონაწილეობას UFC-ის სხვა ვარსკვლავებიც მიიღებენ – მათ შორის არიან, ხამზატ ჩიმაევი და არმან ცარუკიანი. ეს ამერიკული ორგანიზაციის პირველი საერთაშორისო ღონისძიება იქნება.
