Wednesday, June 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პასუხი აშშ-ს – “ოცნება” საკონსტიტუციო სარჩელის გამოტანას არ აპირებს

June 3, 2026
პასუხი აშშ-ს – “ოცნება” საკონსტიტუციო სარჩელის გამოტანას არ აპირებს

საკონსტიტუციო სარჩელის გამოტანაზე საუბარი იქნებოდა უსამართლობის გაგრძელება – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ აშშ-სთან ურთიერთიბის კონტექსტზე საუბრისას განაცხადა.

ჩვენ აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს შესაბამის სამართლებრივ პროცესსა და სამართლებრივ პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა. სამართლის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, სწორედ, ეს არის ამოსავალი წერტილი. სამართლის უზენაესობის პატივისცემა არის სამართლიანობის ერთ-ერთი გამოხატულება,”- აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, კობახიძის თქმით, “ძალიან კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია”.

„2020 და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის შეცვლილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „რაც გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია”

კობახიძის მტკიცებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სცემდა პატივს და არც არჩევნების შედეგებს, შესაბამისად არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები.

„ჩვენ გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ეს დისკუსია განვაგრძოთ. მთავარი, რის საფუძველზეც შეიძლება, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, ეს არის სამართლიან მიდგომებზე დაბრუნება. რაც კი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია. რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს, მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე. სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას, ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რასაც არ ითვალისწინებდა წინა ამერიკული ადმინისტრაცია. ისინი არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სცემდნენ პატივს და არც არჩევნების შედეგს სცეს პატივი, შესაბამისად არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები,”- აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელს მე-4 პარტიასაც – “ფედერალისტებს” ამატებს.

შალვა პაპუაშვილის მიერ 20 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ სარჩელს გამოითხოვს და შეიტანს ახალს, დაკორექტირებულ ვარიანტს, რომლითაც უკვე 4 პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას მოითხოვს:

„ლელო“
ენმ
„კოალიცია ცვლილებებისთვის“
„ფედერალისტები“
“ოცნებაში” ამბობენ, რომ სარჩელში „ფედერალისტების“ დამატების საფუძველი არის ის, რომ ეს პარტია შეუერთდა ოპოზიციის ალიანსს და გაიზიარა მათი საერთო მიზნები „დემოკრატიის წინააღმდეგ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დინამო თბილისი“ სამძიმრის წერილს ავრცელებს
  • რუბიო “ოცნებისგან” ტრაექტორიის შეცვლას ითხოვს
  • ქართველი ახალგაზრდა ჟურნალისტი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge